გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Audi BMW-სა და Range Rover-ის საკონკურენციოდ ემზადება. როგორც ცნობილი ხდება, Audi აპირებს გეგმას გადაუხვიოს და დაანონსებული Q8 2018 წლისთვის წარადგინოს.
Audi Q8 კროსოვერების ხაზის კიდევ ერთი ახალი მოდელი იქნება, რომელისგანაც კომპანიის წარმომადგენლები საკმაოდ დიდ შემოსავალს ელიან. კრიტიკოსების აზრით, Audi-ს კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდება, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ახალი Q8 ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.
ჯერჯერობით ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება, თუმცა სავარაუდოა, რომ ის Q8 Q7-ის პლატფორმაზე დამზადდება, მაგრამ განსხვავებული მახასიათებლები ექნება.
როგორც Q8-ს დიზაინრები ვარაუდობენ, მისი გამოჩენა საავტომობილო ბაზარზე, ავტომოყვარულებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.