LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის 10 საუკეთესო ძრავი

155

წლის ბოლოს, როგორც წესი, შედეგების შეჯამება ხდება. შედეგები წარმოადგინა ამერიკულმა ჟურნალმაც Wardʼs Auto. გამოცემამ 2018 წლის საუკეთესო ძრავების ჩამონათვალი შეადგინა.

ტესტირება ორი თვის განმავლობაშიო გაგრძელდა, სულ 32 აგრეგატის შემოწმება მოხდა, რედაქტორებმა კი მათგან საუკეთესოები ამოარჩიეს. ისევ წარმატებით სარგებლობენ ტურბირებული ძრავები – ათიდან ხუთი პრიზიორი ძრავი სწორედ ტურბოდამბერით არის. მათ ატმოსფერული, ელექტრო, წყალბადის და ორი ჰიბრიდული ძრავი მოსდევს.

მთლიანობაში, გამარჯვებულთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

150-kW Electric Propulsion SystemChevrolet Bolt EV)

3.6L Pentastar DOHC V-6/PHEV (Chrysler Pacifica Hybrid)

2.7L Twin Turbo DOHC V-6 (Ford F-150)

5.0L DOHC V-8 (Ford Mustang GT)

130-kW Fuel Cell/Electric Propulsion System (Honda Clarity)

2.0L VTEC Turbocharged DOHC 4-Cyl. (Honda Civic Type R)

3.0L Turbocharged DOHC V-6 (Infiniti Q50)

2.0L Turbocharged DOHC 4-Cyl. (Jaguar XF)

3.3L Turbocharged DOHC V-6 (Kia Stinger)

2.5L Atkinson DOHC 4-Cyl./HEV (Toyota Camry Hybrid)

საუკეთესოს გამოვლენისას სპეციალისტებმა ძრავები მათი სიმძლავრის, ბრუნის, ტექნიკური მახასიათებლების, ხმაურის დონის, საწვავის ეკონომიისა და ახალი ტექნოლოგიების არსებობის მიხედვით შეარჩიეს. წელს 32 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. იმისათვის, რომ ავტომობილმა კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მისი ღირებულება 62 000 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები