LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს Ford ყოველ 49 წამში თითო პიკაპს ყიდდა

146
Screenshot 2023-01-05 142559

პიკაპი Ford F-series უკვე 46-ედ ყველაზე პოპულარული სატვირთო გახდა. გასულ წელს 640 ათასი მოდელი გაიყიდა, ანუ ამერიკაში ყოველ 49 წამში თითო Ford იყიდებოდა. თუკი ყველა ამ მანქანას ერთი მეორეს მიყოლებით დავაწყობთ 3860 კილომეტრის სიგრძის ჯაჭვი შეიქმნება.

ბუნებრივია, ამხელა მოთხოვნის გამო მოდელი ისევ ყველაზე პოპულარული ავტომობილია.

Ford-ის პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მწარმოებელმა 150 ათასი წინასწარი შეკვეთა მიიღო, თუმცა ავტომობილების მიწოდება მხოლოდ ამ წლიდან უნდა დაიწყოს. ტრადიციულად კარგად იყიდებოდა ჩვეულებრივი F-150, ასევე გამორჩეული F-150 Lightning და F-150 Raptor.

F-series პიკაპები „ფორდის“ ხაზში 75 წლის წინ, 1947 წელს გაჩნდა. ახალი თაობა უკვე მეთოთხმეტეა და მისი დებიუტი 2020 წლის ზაფხულში დაანონსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები