LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის საავტომობილო ბაზრის ლიდერები ცნობილია

123
toyota

Toyota Motor ისევ გლობალური ავტო ბაზრის ლიდერია. მხოლოდ 2022 წლის ბოლო 11 თვის განმავლობაში იაპონურმა ავტოგიგანტმა 9,56 მილიონი მანქანის რეალიზება შეძლო. საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციის გარკვევა Volkswagen-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, ამ უკანასკნელმა კი 8,26 მილიონი მანქანის გაყიდვა შეძლო. ასე რომ Toyota-მ 11 თვეში 1,3 მილიონი მანქანით მეტი გაყიდა, ვიდრე Volkswagen-მა მთელი 2022 წლის განმავლობაში. თავად Toyota-ს ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.

იაპონელი ავტომწარმოებელი უკვე სამი წელია მსოფლიო ბაზრის ლიდერია. 2022 წელს ბრენდმა ქარხნები რამდენჯერმე გააჩერა, ჰქონდა დეტალების დეფიციტი, ასევე პრობლემები კორონავირუსის გამო. თუმცა, მიუხედავად ჩაშლილი გეგმებისა იაპონელებმა ყველას აჯობეს და საუკეთესო შედეგი დადეს. შეძლო თუ არა ბრენდმა 2022 წლის გეგმის – 9,7 მილიონი ავტომობილის სრულად რეალიზება – ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები