LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები: ლიდერი Toyota-ა

114
toyota

კომპანია Toyota გლობალურ ავტო ბაზარზე გაყიდვების რაოდენობით ისევ ლიდერია. ასეთი დასკვნა ექსპერტებმა მსოფლიოს 162 ქვეყნის მონაცემების შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნეს. 2022 წლის მთავარ ბესტსელერად Toyota Corolla რჩება, რომელიც იანვრის თვიდან დღემდე 840 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს უკანასკნელი ისევ საგრძნობლად უსწრებს სხვა მოდელებს, თუმცა წინა წელთან შედარებით მოთხოვნა 5,6%-ითაა შემცირებული. ამასთან, ელექტრონული კონკურენტები რეიტინგში სულ უფრო და უფრო მაღალ პოზიციებს იკავებენ.

გაყიდვების მეორე ადგილს, ძირითადად ჰიბრიდული აგრეგატის დამსახურებით, Toyota RAv4 იკავებს და მისი მაჩვენებელი 654 ათასი რეალიზებული ეგზემპლარია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კროსოვერის მიწოდება 15,6%-ითაა შემცირებული.

და ბოლოს ლიდერთა სამეულს Ford F-Series ასრულებს, მოდელი რომელზე მოთხოვნამაც 11,4%-ით იკლო, თუმცა აშშ-ში კვლავ დიდ მოწონებას იმსახურებს.

ელექტროქარებს პირველ სამეულში ადგილები ჯერ არ დაუკავებიათ, თუმცა შემდეგი ორი პოზიცია მიისაკუთრეს. ასე რომ მეოთხე ადგილს Tesla Model Y იკავებს, მოდელი რომელიც 22 პოზიციით დაწინაურდა და 531 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მას მოჰყვება Tesla Model 3, რომელზეც არჩევანი 492 ათასმა მყიდველმა შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები