ლონდონში გამართულ მსოფლიო რაგბის ანსამბლეაზე 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობა გაირკვა – ეს პატივი საფრანგეთს ერგო, რომელმაც წილისყრისას იტალიას, სამხრეთ აფრიკასა და ირლანდიას აჯობა.
საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატს დამოუკიდებლად მეორედ უმასპინძლებს: პირველად ამ ქვეყანამ 2007 წლის ტურნირი მიიღო, 1991 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის 5 ქვეყანაში გაიმართა (საფრანგეთი, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ირლანდია).
მანამდე კი, მოგეხსენებათ, რიგით მე-9 მსოფლიო თასი 2019 წელს იაპონიაში გაიმართება.