2023 წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის რომანტიკული მოულოდნელობებით იქნება სავსე, თუმცა მსგავს სიურპრიზებს ზოგი ნაკლებად მიქცევს ყურადღებას, ზოგისთვის კი პირიქით, მთელი ცხოვრება შეიცვლება.
ვერძი – ვერძი დიდხანს ცდილობდა საკუთარ თავსა და ურთიერთობებში გარკვევას, ასე რომ, 2023 წელი ილუზიებისგან გათავისუფლების წელი იქნება, როცა ცისფერ-ვარდისფერი სათვალის მოხსნა და რეალობისთვის მოუწევს თვალის გასწორება. ღრმად ჩაისუნთქეთ და მოემზადეთ ქაოტური ცხოვრებისთვის, რადგან სიხარულიც ბევრი იქნება და იმედგაცრუებაც, კონფლიქტიც და შერიგებაც, მთავარაია, არ დაკარგოთ იმედი და საკუთარი თავის რწმენა.
კურო – 2023 წელი მნიშვნელოვანი წელია კუროებისთვის, რადგან სწორედ ახლა გაერკვევიან საკუთარ თავში და მიხვდებიან რა უნდათ სინამდვილეში. კარგი პერიოდია წარსულ რომანებზე დასაფიქრებლად და შეცდომების გათვალისწინებით ახალ ურთიერთობაში ექსპერიმენტების ჩასატარებლად.
ტყუპები – საბედისწერო შეხვედრა ელით ტყუპებს, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. არაა გამორიცხული სიყვარულში გამოგიტყდეთ ახლო მეგობარი ან დაბრუნდეს ძველი პარტნიორი, რომელსაც კონფლიქტით დაშორდით. მართალია, მომავალი წელი მოულოდნელობებით იქნება დატვირთული, მაგრამ ყველა სიურპრიზი სიკეთეს ვერ მოგიტანთ. მოემზადეთ სირთულეებისთვის, რომელთა დაძლევა მხოლოდ დაგაახლოებთ პარტნიორთან.
კირჩხიბი – მგრძნობიარე კირჩხიბისთვის 2023 წელი სუპერემოციური წელი იქნება, რადგან მარტოხელები დაქორწინდებიან, უკვე დაოჯახებულებს კი, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ ურთიერთობაში. არ შეუშინდეთ ცვლილებებს, რადგან ნებისმიერ გამოცდას ისევ თქვენს სასიკეთოდ, ჭკუის სასწავლებლად გამოგიგზავნით სამყარო.
ლომი – ლომს ნადირობის სეზონი დაუდგა, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა მართებთ დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს, რადგან აზარტული და ფლირტის მოყვარული ლომები ყოველთვის სასურველ შედეგს აღწევენ, ნადავლის ხელში ჩაგდების შემთხვევაში კი, სიცოცხლის ფასადაც აღარ თმობენ.
ქალწული – წელს ქალწულს არასასიამოვნო სიმართლის გაგება მოუწევს, რადგან მანამდე დაფარული ყველა საიდუმლო გამოაშკარავდება. თუმცა, მაინც არ ღირს გულის გატეხა, რადგან სადაც ერთი კარი დაიხურება, იქ მეორე გაიღება.
სასწორი – სასწორს ცხოვრების საფუძვლიანად დალაგების პერიოდი დაუდგა, ამიტომ გაფრთხილდეს ყველა, ვინც ერთხელ მაინც ატკინა გული. სირთულეების და უსიამოვნების მიუხედავად, საბოლოოდ სასწორი მაინც შეძლებს წონასწორობის აღდგენას და მხოლოდ იმ ადამიანების შენარჩუნებას, ვინც მისთვის მართლა ძვირფასია.
მორიელი – მართალია, მორიელს კომფორტის ზონის დატოვება და ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოუწევს, მაგრამ „ვალების გასტუმრების“ შემდეგ ისევ შეძლებს სიმშვიდის აღდგენას და ცხოვრების დაბალანსებას. მთავარია, არ შეუშინდეთ რადიკალურ ცვლილებებს და არ დაივიწყოთ, რომ კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო საშუალება – პარტნიორებთან დიალოგი და პრობლემებზე გულწრფელი საუბარია.
მშვილდოსანი – დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მშვილდოსანი მაინც მონახავს დროს ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, მით უფრო, რომ მთელი წელი მოგზაურობა მოუწევს. მშვილდოსნები გაფრთხილდით! არ აჰყვეთ ემოციებს და წამიერი გატაცების სანაცვლოდ არ დათმოთ რეალური გრძნობები.
თხის რქა – თხის რქისთვის 2023 წელი მეტად იღბლიანი იქნება, რადგან ყველა რომანტიკული სურვილის ასრულებას შეძლებს. მარტოხელებს თამამად შეუძლიათ მოითხოვონ შეუძლებელი, უკვე დაოჯახებულები კი, მეუღლეებისგან მიიღებენ სითბოსა და მზრუნველობას.
მერწყული – მერწყულს კურდღლის წელი სიმშვიდეს და სტაბილურობას მოუტანს, რადგან მეტწილად კარიერული საკითხებით იქნება დაკავებული. არ ღირს მოკლე რომანების გაბმა, რომლებიც მხოლოდ ფუჭად დაგახარჯინებენ ემოციებს, უმჯობესია შეინარჩუნოთ სტაბილურობა და მყარი ურთიერთობა ძველ პარტნიორებთან.
თევზები – თევზებს გარემოს შეცვლა და ძველ ნაცნობებთან დამშვიდობება მოუწევთ. არ გაიტეხოთ გული, რადგან ძველ პატრნიორს ძალიან სწრაფად ჩაანაცვლებს ახალი, რომელიც ბევრად მეტ სიხარულს და სიყვარულს მოგიტანთ. მთავარია, არ ჩაებღაუჭოთ, გაუშვათ წარსული, რადგან ასე მხოლოდ თვითონ დაითრგუნებით, ძველის შენარჩუნებას კი, მაინც ვერ შეძლებთ.