LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლისთვის GM დეტალებს 3D პრინტერზე დაბეჭდავს

126

General Motors-მა განაცხადა, რომ 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიით მალე საავტომობილო კომპონენტებს შექმნიან. 2023 წლისთვის პირველი სერიული ავტომობილები გამოჩნდებიან, რომლებსაც 3D პრინტერზე დაბეჭდილი დეტალები ექნებათ.

General Motors-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სპორტქარები დაბეჭდილი დეტალებით წელს გამოჩნდებიან, მაგრამ სერიული წარმოებისთვის ტექნოლოგიის ადაპტირება ხუთი წლის შემდეგ მოხდება.

3D ბეჭდვის ტექნოლოგია მწარმოებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. შემცირდება დეტალების წონა, ხოლო სიმყარე და ფუნქციონალურობა იგივე დარჩება. ასევე, ტექნოლოგია დააჩქარებს ელემენტების წარმოებასა და ახალი ავტომობილების გამოშვებას, რადგან აღარ იქნება პარტნიორებისგან მათი მოწოდების ლოდინი საჭირო და ისინი თავად დაამზადებენ მათ.

General Motors ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის დანერგვით არის დაკავებული. ამ საკითხზე ასევე Audi, Ford და Nissan მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ წინათ Mitsubishi-მ პიკაპ L200-ის განსაკუთრებული ვერსია წარმოადგინა, რომლის მართვის ბლოკი, გამონაბოლქვის სისტემა და ჰაერის ფილტრები სწორედ 3D პრინტერზე იყო დაბეჭდილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები