ექსპერტებმა 2025 წლის ყველაზე პრობლემური ავტომობილების ანტირეიტინგი წარმოადგინეს. ჟურნალმა What Car? და სადაზღვევო კომპანიამ MotorEasy ჩაატარეს გამოკითხვა და შეადგინეს ყველაზე ნაკლებად საიმედო ბრენდების სია.
Audi Q7
სანდოობის შეფასება: 68/100
ეს შვიდადგილიანი კროსოვერი მესამე რიგში აშკარად განიცდის სივრცის ნაკლებობას – კომფორტულად მხოლოდ ბავშვები შეძლებენ მოთავსებას. ასევე, მანქანას ბარგის განყოფილებაc მცირე აქვს. ამას ემატება ელექტრონიკის პრობლემებიც.
Audi Q4 e-tron
სანდოობის შეფასება: 67/100
ანტირეიტინგში მოხვდა ელექტრო კროსოვერიც – Audi Q4 e-tron. სპეციალისტების თქმით, მისი მინუსებია კონკურენტებთან შედარებით მცირე სვლის მარაგი, იაფფასიანი პლასტმასა სალონში და შეზღუდული ფუნქციონალი.
Volvo V60
სანდოობის შეფასება: 67/100
Volvo V60 ამერიკულ გზებზე ყველაზე არასანდო „უნივერსალად“ აღიარეს. გარდა ამისა, მანქანას ძალიან მოუხერხებელი მულტიმედიური სისტემა აღმოაჩნდა.
Dodge Hornet
სანდოობის შეფასება: 66/100
გარდა სახელოსნიში ხშირი ვიზიტებისა, Dodge Hornet-ის მფლობელებს უწევთ შეეგუონ ძალიან ვიწრო სალონს, ბარგის მცირე განყოფილებას და იაფფასიან პლასტმასას ინტერიერში.
Mazda CX-90
სანდოობის შეფასება: 65/100
ელექტრონიკის სიჭარბის გამო იაპონური კროსოვერი Mazda CX-90 შეიძლება სერვისცენტრების ხშირ სტუმრად იქცეს. ასევე, მფლობელები ჩივიან ძალიან ვიწრო
მესამე რიგზე. ამასთან, CX-90-ის ბარგის განყოფილება კონკურენტებზე პატარაა, ხოლო სავალი ნაწილი – ზედმეტად მყარი.
Polestar 2
სანდოობის შეფასება: 65/100
შვედურ ჩინური ელექტრო ლიფტბეკი Polestar 2 ვერ დაიკვეხნის ისეთი სვლის მარაგით, როგორც მისი მრავალი კონკურენტი. გარდა ამისა, მფლობელები წუხან მართვის თავისებურებაზე, რომლის შესაგუებლადაც დროა საჭირო.
BMW X1
სანდოობის შეფასება: 63/100
ბევრი მძღოლისთვის BMW X1-ის ანტირეიტინგში მოხვედრა შესაძლოა მოულოდნელი იყოს. თუმცა კვლევის ავტორების თქმით, „ბავარიელებს“ ხშირად აქვთ პრობლემები დროსელის სარქველთან – რის გამოც ძრავის ბრუნვები არასტაბილურია და დაბალ ბრუნვებზე ძალა სუსტია. ასევე, ბევრი მფლობელი უკმაყოფილოა საინფორმაციო-გასართობი სისტემის მუშაობითაც.
Cadillac Lyriq
სანდოობის შეფასება: 53/100
კვლევის „აუტსაიდერი“ გახდა პრემიუმ კლასის ამერიკული კროსოვერი Cadillac Lyriq – ფაქტობრივად, დადასტურდა მოსაზრება, რომ რაც უფრო „ტექნოლოგიურად დატვირთულია“ მანქანა, მით უფრო ხშირად ხვდება ის სერვისში. მფლობელები ასევე ხშირად უჩივიან მოუხერხებელ საინფორმაციო-გასართობ სისტემას.
2025 წელს ყველაზე ნაკლებად საიმედოდ აღიარეს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა – MG, Nissan, Jaguar, Land Rover, Ford, Volkswagen, Audi, Mercedes-Benz და Volvo.