LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის ყველაზე საშიში ქვეყნები

115
202301Americas_Venezuela_WR

2025 წლის ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში ვენესუელა ლიდერობს. ასეთი მონაცემები ჟურნალმა Numbeo-მ სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულის დონის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა.

ვენესუელაში კრიმინალის ინდექსი 80,7-ს შეადგენს, უსაფრთხოების ინდექსი კი მხოლოდ 19,3-ია. რეიტინგის მეორე ადგილზე პაპუა ახალი გვინეა (დანაშაული – 80,3, უსაფრთხოება – 19,7) განთავსდა. ლიდერთა სამეულს ჰაიტი (დანაშაული 78,9, უსაფრთხოება – 21,1) ასრულებს.

ყველაზე საშიში ქვეყნების ათეულშია ასევე ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ჰონდურასი, ტრინიდადი და ტობაგო, სირია, იამაიკა და პერუ.

საქართველო სიაში 127-ე ადგილს იკავებს. ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის ინდექსი 26,3-ია, ხოლო უსაფრთხოების ინდექსი 73,7.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები