LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წლის ცხოველთა საუკეთესო ფოტოები გამოქვეყნდა

108
ქირიას NEWS შაბლონი

საერთაშორისო კონკურსის – World Nature Photography Award 2026 წლის გრან-პრი ავსტრალიელმა წყალქვეშა ფოტოგრაფმა ჯონო ალენმა მოიპოვა. გამარჯვებული ნამუშევარი ასახავს იშვიათი თეთრი ვეშაპის ნაშიერს. საუკეთესო ფოტოები გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

ალენის კადრში აღბეჭდილია პატარა ვეშაპი სახელად მაჰინა – ტონგურ ენაზე ეს სიტყვა „მთვარეს“ ნიშნავს. ფოტოგრაფმა ის ვავაუს ტროპიკულ წყლებში დედასთან ერთად გადაიღო. ასეთი კადრი განსაკუთრებულ იშვიათობას წარმოადგენს – ალბინოსი ყოველი 40 ათასი ვეშაპიდან მხოლოდ ერთია.

კონკურსის კატეგორიაში „უხერხემლოთა ქცევა“ ოქროს ჯილდო ჩინელმა ფოტოგრაფმა მინჰუეი იუანმა მოიპოვა. მან სამხრეთ ჩინეთში, ტროპიკულ ტყეში, გადაიღო პარკოსანი მწერის ლარვა, რომელიც მცენარის ახალგაზრდა ფოთლებზე საკუთარი შხამიანი ბუსუსებისგან დამცავ ბუდეს აშენებდა.

კატეგორიაში „ცხოველთა პორტრეტები“ გამარჯვება ამერიკელ მერი შრეიდერს ერგო. მისი ფოტო გადაღებულია უგანდას ნაციონალურ პარკში და ასახავს ახალგაზრდა გორილას, რომელიც ცნობისმოყვარეობით აკვირდება კაშკაშა ფერის პეპელას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები