LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2035 წლისთვის 21 მილიონი უპილოტო ავტომობილი იქნება

23

ამერიკული კომპანიის IHS Automotive-ს პროგნოზით, 2035 წლისთვის მსოფლიოში 21 მლნ. სხვადასხვა ტიპის ავტომატური მართვის სისტემით აღჭურვილი ავტომობილი იქნება. კომპანიის განცხადებით, 2025 წლისთვის 600 ათასამდე მსგავსი ავტომობილი გამოვა, განსაკუთრებული ზრდა კი 2015-2035 წლებშია მოსალოდნელი, როცა ავტომატურად მართვადი ავტომობილების რიცხვი 43%-ით გაიზრდება.

ექსპერტების აზრით 2020 წელს აშშ-ში რამდენიმე ათასი უპილოტო ავტომობილი იქნება, 2025 წელს კი, მაჩვენებელი 4,5 მლნ-ს გაუტოლდება. იაპონიასა და სამხრეთ კორეაში მსგავსი ავტომობილების რიცხვი 1,2 მლნ-ს მიაღწევს, ევროპაში – 4,2 მლნ-ს, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კი – 1 მლნ-ზე მეტს.  

ავტომატური მართვის ფუნქციით აღჭურვილი ავტომობილების ტესტირებით მსოფლიოს მრავალი ავტოკომპანიაა დაკავებული, მათ შორის Google და Uber. ცდები დახურულ პოლიგონებზე და კანონით დაშვებულ საერთო მოხმარების ტრასებზე (მაგალითად, კალიფორნიასა და შვედეთში) ტარდება. როგორც ექსპერტები გვპირდებიან, პირველი სერიული უპილოტო ავტომობილები 2020 წელს გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები