LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლამდელებმა მარტივად მოიგეს

32

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის პირველობის შესარჩევ მატჩში ესტონეთის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდა და საკმაოდ მარტივად 3:0 მოუგო.
მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმარა. ანგარიში მე-8 წუთზე გუნდის კაპიტანმა, ეროვნული ნაკრებიდან გადმოსულმა ოთარ კაკაბაძემ გახსნა. ანგარიში ორამდე უკვე მე-18 წუთზე გაიზარდა, როდესაც ნიკა კაჭარავამ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი, ასევე ძალიან მალე, 25-ე წუთზე დაფიქსირდა. გოლის ავტორი ოთარ კიტეიშვილია.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ჩივაძის გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან ბევრი წამყვანი ფებურთელი აკლდა.

საქართველომ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ქურდაძე, კაკაბაძე, დვალი, გადრანი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, ლობჟანიძე (84 – გოროზია), კიტეიშვილი (55 – ქოჩლაძე), კაჭარავა (70 – კერძევაძე), ფანცულაია.
საქართველოს ნაკრები მორიგ საშინაო მატჩს 13 ნოემბერს გორში გამართავს, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ.
ჩვენს ჯგუფში მნიშვნელოვანი მატჩი შედგა ესპანეთში, სადაც მასპინძლებმა შვედები მიიღეს და ფრეზე შეუთანხმდნენ – 1:1.

 

ამ დროისთვის ჯგუფში პირველ ადგილზე ხორვატიაა – 9 ქულა სამი მატჩიდან. 7-7 ქულა მოაგროვეს ესპანეთმა და შვედეთმა. საქართველოს 4 თამაშის შემდეგ 6 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, უსწრებს რა სან-მარინოს და ესტონეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები