კონცერნი Stellantis 219 ათას Jeep Cherokee-ს უკან გამოიწვევს, რადგან ეს მანქანები შესაძლოა ნებისმიერ მომენტში აალდეს. კამპანია შეეხება 2014-დან 2016 წლამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოშვებულ მოდელებს. პრობლემა არის ელექტრონიკა, რომელსაც მოკლე ჩართვის გამოწვევა ნებისმიერ დროს შეუძლია, როგორც მოძრავ ასევე გაჩერებულ ავტომობილში.
უკან გამოწვევის კამპანია გააერთიანებს 132 ათასამდე ჯიპს აშშ-ში, 23 ათასს – კანადაში, 3 ათასს – მექსიკაში და კიდევ 60 500 მოდელს – ჩრდილოეთ ამერიკის მიღმა. პოტენციურად საშიში ავტომობილების მფლობელებს სთხოვენ, რომ დახურულ სივრცეებში არ გააჩერონ მანქანები. მათ შეკეთებას კი კონცერნი 30 ივნისიდან, ეტაპობრივად დაიწყებს.