LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

228 ცხენის ძალა და 1400 კმ სვლის მარაგი: Hongqi-მ HS3 განაახლა

119
a78e30f43df91007217f6a83f862e03207ef6c05

ჩინეთში  განახლებული Hongqi HS3 PHEV-ის დებიუტი შედგა. ეს არის პრემიუმ-ბრენდი FAW-ის ყველაზე ხელმისაწვდომი კროსოვერი, რომელიც ამჯერად Jinwei Plus ვერსიით გამოვა. ავტომობილს გაუუმჯობესდა სიმძლავრე და სვლის მარაგიც: წინა 190 ცხენის ძალის ნაცვლად ელექტრო ძრავა ახლა 228 ცხ.ძ.-ს გამოიმუშავებს, ხოლო მაქსიმალური სვლის მარაგი 1400 კმ-მდე გაიზარდა (წინა 1100-ის ნაცვლად).

ტექნიკური მახასიათებლები:

ძრავა: 1.5-ლიტრიანი ტურბო ბენზინის + ელექტრო.

ელექტრო ძრავა:

წარსულში: 190 ცხ.ძ.

ახლა: 228 ცხ.ძ.

აჩქარება 0–100 კმ/სთ: 7.6 წამი (წინა 8.6 წამის ნაცვლად)

მაქსიმალური სვლის მარაგი (WLTC): 1400 კმ.

ელექტროძრავის რეჟიმში (CLTC ციკლი): 117 კმ.

საწვავის ხარჯი: 4.6 ლიტრი 100 კილომეტრზე.

დამუხტვის დრო: სწრაფი დამუხტვა 30%-დან 80%-მდე — 19 წუთში.

ელემენტი და ტექნოლოგიები:

ელემენტის მოცულობა უცნობია (ადრე18.4 კვტსთ იყო)

შესაძლებელია გარე მოწყობილობების დამუხტვაც (მაგ. ლეპტოპები, განათება).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები