28 ივლისს, 23:00 საათზე ბათუმში, კლუბში „SOHO“ რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: რუსა მორჩილაძე, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე, დუეტი ჯორჯია, ქუჩის ბიჭები, ნინო ჩხეიძე, დათო ფორჩხიძე, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ნინი ქარსელაძე, ხათუნა ჟორდანია, დათუნა მგელაძე, თამთა ჭელიძე. მომღერლები მსმენელის წინაშე რუსას ოქროს ჰიტებით წარდგებიან. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge.