ცუდი უფროსი სამსახურს ძალიან სტრესულ ადგილად აქცევს. ასეთ დროს მუშაობა აუტანელი ხდება და ბუნებრივია შრომისუნარიანობაც მცირდება. როგორც უამრავი ადამიანის გამოცდილება ამტკიცებს, ხშირად ერთადერთი სწორი გამოსავალი სამსახურიდან წამოსვლაა. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დარწმუნდით ნამდვილად არის თუ არა თქვენი უფროსი ტირანი.
ზურგს უკან საუბრები
თუკი თქვენს კოლექტივში ხშირად განიხილავენ იმ პიროვნებას, რომელიც იმ წამს ადგილზე არ იმყოფება და ამ საუბრის ინიციატორი უფროსია, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის ტირანია. ასეთ შემთხვევაში მასთან დაპირისპირებას მხოლოდ გაერთიანებული ძალებით აქვს აზრი.
ფავორიტები
იდეალურ სამყაროში მმართველებს საყვარელი და ნაკლებად საყვარელი თანამშრომლები არ უნდა ჰყავდეთ. ამ შემთხვევაში შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი მხოლოდ პროფესიონალიზმი უნდა იყოს. თუკი თქვენს კოლექტივში ადამიანების დაფასების დროს პროფესიული საქმიანობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია – მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენი უფროსი ტირანია.
შეურაცხყოფა
თუკი თქვენს უფროს თქვენთვის საჯაროდ მოუყენებია შეურაცხყოფა, მაშინ მიხვდებით თუ რაზეა საუბარი. ასეთ შემთხვევაში ყველაზე სწორი გამოსავალია, მცირე პაუზა აიღოთ. შემდეგ მიხვიდეთ მასთან და პრეტენზიები ზუსტად მოისმინოთ, შემდეგ აუხსნათ რომ მსგავს დამოკიდებულებას ვერ აიტანთ. თუკი მისი პოზიცია არ შეიცვლება, მაშინ იცოდეთ რომ აზრი არ აქვს და ყველაზე სწორი გამოსავალი სამსახურის გამოცვლაა.