LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ქართველი მორაგბე ბოჭვებში გამოირჩა

40

რაგბის მსოფლიოს თასის ოფიციალურმა ვებგვერდმა  მიმდინარე ჩემპიონატის I ტურში გაკეთებული ბოჭვების რაოდენობით საუკეთესო ხუთი მორაგბე გამოავლინა. აღსაღნიშნავია, რომ 5-დან 3 ქართველი მორაგბეა.

პირველ ტურში ყველაზე მეტჯერ მეტოქეები საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ შებოჭა – 24-ჯერ, მას ერთი ბოჭვით ჩამორჩა გიორგი ნემსაძე – 23, ხოლო მესამე პოზიციაზე ვიტო კოლელიშვილი გავიდა 21 ბოჭვით.

მეოთხე პოზიცია  ირლანდიელმა იან ჰენდერსონმა 19 შებოჭვით დაიკავ, მეხუთე კი ნატურალიზებული იაპონელი მაიკლ ლეიტია – 17 შებოჭვით.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტონგა 17:10 დაამარცხა.

მეორე მატჩს ”ბორჯღალოსნები” 25 სექტემბერს 19:45 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები