LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ქართველი მორაგბე მსოფლიოს თასის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

31

ცნობილმა სარაგბო გამოცემა Planetrugby-მ მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სპეციალისტებმა სამ პოზიციაზე საქართველოს ნაკრების მორაგბეები დააყენეს, აღსაღნიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები მსოფლიოს თასის სიმბოლურ გუნდში პირველად მოხვდნენ.

თითოეულ საუკეთესოს თან მოკლე დახასიათებაც ახლავს, რის გამოც ის სხვებისგან გამოარჩიეს.

1) ვასილ ლობჟანიძე (საქართველო): მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბემ თავისი პირველი თამაში ტონგას წინააღმდეგ ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაატარა. ის დიდებულად მართავდა მორკინალებს. მას შიში ოდნავადაც არ ეტყობოდა, რამდენჯერმე ფეხით თამაშში სნაიპერული ნიჭი გამოავლინა და მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა. კარგები იყვნენ იაპონელი ფუმიაკი ტანაკა და ზელანდიელი აარონ სმითიც.

2)მამუკა გორგოძე (საქართველო): ქართველი გიგანტი შემოქმედებითი იყო, ის შეტევებში მუდამ წინა ხაზზე ჩანდა და საქართველოს ნაკრების პირველი ლელო გაიტანა. საქართველომ ტონგა 1999 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა და გორგოძემ შეასრულა 24 ბოჭვა, 8 ოფლოუდი და ერთ ჯერზე ხუთი მცველი ჩამოიცილა. მან აჯობა სამოელ ოფისა ტრევირანუსს და ფრანგ ლუის პიკამოლს.

3)მიხეილ ნარიაშვილი (საქართველო): საქართველოს ნაკრების დომინირებამ შერკინებაში, ტონგასთან მატჩის ბედი გადაწყვიტა და აქ ნარიაშვილმა უდიდესი როლი შეასრულა. 60 წუთის განმავლობაში ბურჯმა შვიდი ბოჭვაც შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფის მეორე შეხვედრას არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ 25 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე გამართავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები