LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წლის მამაკაცი 55-ე შვილს ელოდება

51
Capture

ამერიკელ კაილ გორდის 46 ბიოლოგიური შვილი ჰყავს, ევროპასა და ბრიტანეთში მოგზაურობის შემდეგ კი კიდევ 9 შვილს ელოდება. უჩვეულო ისტორია „დეილი მეილმა“ გამოაქვეყნა.

როგორც ბედნიერი მამა ამბობს, ის ყოველთვის ოცნებობდა შვილებზე, თუმცა სერიოზული ურთიერთობები აშინებდა. განქორწინებების მაღალი მაჩვენებელი და ზედმეტი პასუხისმგებლობა მისთვის არ იყო. 2014 წელს ის პირველად გახდა სპერმის დონორი. მისი კლიენტი უახლოესი მეგობარი იყო, რომელსაც შვილი სურდა. ამის შემდეგ კაილმა თავისი სერვისის რეკლამირება სოციალური ქსელებით დაიწყო.

როგორც წესი, ის სპერმას ხელოვნური განაყოფიერებისთვის გასცემს, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პროცესში თავადაც მონაწილეობს.

გორდი ძალიან ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე, უპირატესობას ორგანულ საკვებს ანიჭებს და ამტკიცებს, რომ ალკოჰოლს, ყავას ან აკრძალულ ნივთიერებებს არ იღებს, არც ეწევა. პოტენციურ მშობლებს მისი განათლებულობა, შვილების ვიზუალი და დაორსულებული ქალბატონების პოზიტიური გამოცდილება ხიბლავთ.

მამაკაცი პირადად მხოლოდ 9 შვილს იცნობს. ასევე მას აქვს ჩატი, სადაც ყველა დედაა თავმოყრილი და მათთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

დონორობა მისთვის საყვარელი საქმიანობაა და ამისთვის ის მადლობის გარდა არაფერს იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები