YouTube-ზე Donut Media-ს არხზე გაჩნდა რგოლი, რომელშიც სარბოლო სიმულატორების ევოლუციაა წარმოდგენილი დაწყებული 1983 წლიდან დღემდე. ვიდეოში შესაძლებელია იმის ნახვა, თუ როგორ იცვლებოდა თამაშების გრაფიკა, მათი სირთულე და კომპანიების მიდგომა მათ შემუშავებაში.
ერთ-ერთი პირველი სიმულატორი თამაში ”Chequered Flag” გახდა, რომელიც 34 წლის წინ გამოვიდა, მასში მხოლოდ სამი ავტომობილი და სამი ტრასა იყო. თანამედროვე თამაშები კი ვირტუალური რეალობის სათვალეს მოიცავს, ავტომობილები კი რეალურ მახასიათებლებს ეფუძნება.