LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 კერძი, რომელიც ძვირადღირებულ რესტორანში არ უნდა შეუკვეთოთ – შეფის რჩევა

63
Captureerrtert

შეიძლება დაბადების დღეს აღნიშნავთ ან უბრალოდ გსურთ პირველ პაემანზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინოთ, ასეა თუ ისე ძვირადღირებულ რესტორანს ირჩევთ და კულინარიული თავგადასავლისთვის ემზადებით.
ასეთ რესტორნებში ბევრი გემრიელობის გასინჯვა შეგიძლიათ, ამასთან არის ბევრი რამ რაზეც უბრალოდ უარი უნდა თქვათ. ცნობილმა შეფ-მზარეულებმა ფარდის იქით შეგვახედეს და გამოყვეს 4 კერძი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუკვეთოთ.

1. ნაყინი
დესერტის მენიუში განთავსებული ნაყინი როგორც წესი, გადაფასებულია და ერთადერთი გამონაკლისი როცა მისი შეკვეთა ღირს, არის ის შემთხვევა როცა რესტორანი მას თავად ამზადებს.

2. ყველის დაფა
ნაყინის მსგავსად ამ შემთხვევაშიც ფასი შემადგენლობაზე და თვითღირებულებაზე ბევრად უფრო მაღალია. ამიტომ ძვირადღირებულ რესტორანში ყველის დაფა არ უნდა შეუკვეთოთ.

3. ტრუფელიანი კერძები
ტრუფელი ძვირია, მართლაც ძალიან ძვირი. ამიტომ როდესაც ტრუფელიან კერძს უკვეთავთ ხშირ შემთხვევაში ამ არომატს ტრუფელის მარილი ან ტრუფელის ზეთი ქმნის. ხოლო იმ შემთხვევაში როცა მოხეხილ ტრუფელს კერძის თავზე ხედავთ, ე.ი. რესტორანმა ის თქვენს დასანახად დემონსტრაციულად მოათავსა და თავად კერძში ნაკლებად გამოიყენა.

4. პური
ზოგიერთ რესტორანში პური როგორც კომპლიმენტი მენიუს ნაწილია, ზოგან კი მისთვის ფულს იღებენ. დაიმახსოვრეთ რაც უფასოა უმჯობესია არ ჭამოთ, თანაც ბევრ რესტორანში პურის შენახვის სწორ წესებს ვერ იცავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები