LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ურთიერთობაში ეჭვიანობის დამარცხებაში დაგეხმარებათ

95
young-couple-experiencing-relationship-crisis

ეჭვიანობა, რომელსაც “მწვანე თვალება მონსტრსაც” უწოდებენ, შესაძლოა ურთიერთობისთვის დამანგრეველი იყოს. უმრავლესობა ეჭვიანობას ალბათ რომანტიკულ ურთიერთობას უკავშირებს, თუმცა ის შესაძლოა პროფესიულ გარემოში, სამეგობროში, ოჯახსა და სხვა ადგილებშიც არაჩვეულებრივად გამოვლინდეს.
ამ გრძნობასთან გასამკლავებლად ფსიქოლოგებს რამდენი რჩევა აქვთ.

1. აღიარე, რომ ეჭვიანობ
იმის აღიარება, რომ ეჭვიანობ, ცუდ ადამიანად ნამდვილად არ გაქცევს.
ეჭვიანობა ნორმალური ადამიანური გრძნობაა და მისი უარყოფა საკუთარი გრძნობების უარყოფის ტოლფასია.
საკუთარ თავთან გულწრფელობა ემოციურ ბარიერს არღვევს და ამ გრძნობასთან გამკლავებას ამარტივებს.

2. გააჟღერე ის საჭიროებები, რომელიც აქამდე არასდროს გითქვამს
სასურველია გადახედო წარსულს, გაიაზრო რა გაწუხებს, რა არ გითქვამს არასდროს. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ეჭვიანობის მიზეზი წარსულის გამოცდილებაში უნდა ვეძებოთ. წარსულის მიღება მოგცემს საშუალებას ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ და პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა დაიწყო.

3. იმუშავე ამ საკითხზე შესაბამის ადამიანთან ერთად
კარგად დაუკვირდი თუ ვის, რატომ და როდის უზიარებ შენს გრძნობებს. არ გააუარესო სიტუაცია იმ ადამიანთან საუბრით, ვის გამოც ურთიერთობაში ყურადღების დეფიციტს განიცდი. გრძნობების გაზიარება მნიშვნელოვანია, თუმცა თუკი საპასუხო რეაქცია სწორი არ იქნება, სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.

4. თავი შეიკავე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან
მაღალი ემოციური ფონის დროს მიღებული გადაწყვეტილება როგორც წესი, სწორი არ არის ხოლმე. კონტროლ დაკარგული ეჭვიანობა იწვევს ბრაზს, რომელიც თავის მხრივ ურთიერთობას ანადგურებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დამშვიდდეთ, კარგად გაიაზროთ ყველაფერი და მოქმედება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ. თუკი გსურთ, რომ სინანულის გრძნობა არ გქონდეთ – სუნთქვითი ვარჯიშები გამოიყენეთ და შეტევაზე მოგვიანებით გადადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები