ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” NBA-ს რეგულარული სეზონის მეცამეტე შეხვედრა გამართა და მეცხრე გამარჯვება იზეიმა.
ოკლენდელება „ფილადელფიას“ იოლად სძლიეს – 135:114.
ფაჩულიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და პარკეტზე 11 წუთი დაჰყო. გატარებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
შეხვედრაში კი საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტია.
„გოლდენ სტეიტი“ მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს გამთენიისას „ორლანდო მეჯიქთან“ გამართავს.