ურთიერთობები საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია, თანაც ეს ორივე პარტნიორს ეხება. საინტერესოა, თუ რას უნდა მოვერიდოთ იმისთვის, რომ კავშირი არ დავანგრიოთ, საკუთარი თავი არ დავკარგოთ და მუცელში პეპლები დიდხანს შევინარჩუნოთ…
ადამიანში ბოლომდე ჩაძირვა
პერიოდი, როცა ყოველ წამს ერთად ატარებთ, გაივლის და არამხოლოდ ერთობლივი არამედ თქვენი ცხოვრებითაც დაკავდებით. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანში იმდენად არ ჩაიძიროთ, რომ მისი პრობლემებით დაიწყოთ ცხოვრება და ასეთი ქცევა სიყვარულით გაამართლოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენის ნაცვლად პარტნიორის ცხოვრებით არ უნდა იცხოვროთ.
უნდობლობა პარტნიორის მიმართ
დაკითხვები და მუდმივად იმის სურვილი, რომ საყვარელი ადამიანის პირადი ნივთები შეამოწმოთ – ნამდვილად არ არის ზრუნვისა და გრძნობების საუკეთესო გამოხატულება. მსგავსი ქცევა – კომპლექსების და საკუთარ თავის დაუფასებლობის ნათელი მაგალითია. ასეთი თემების მოგვარებისას უმჯობესია თუკი სპეციალისტს მიმართავთ.
მოსმენის უნარის არქონა
მოსმენის და გაგების უნარი – ცხოვრებაში ძალიან საჭირო ჩვევაა. ურთიერთობებში კი მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. მოსმენა ყველას არ სურს, თუმცა რომ უსმენდნენ ეს კი ნამდვილად საყოველთაო სურვილია.
პარტნიორის შეცვლის მცდელობა
ადამიანის შეცვლა და საკუთარ თავზე მორგება უცნაური და არალოგიკურია. საბაზისო ღირებულებები, პრინციპები და პოზიციები ურთიერთობის საწყის ეტაპზევე უნდა განიხილოთ და ჩამოყალიბებული პიროვნების შეცვლაზე არ უნდა იფიქროთ.
თუკი თქვენს პარტნიორში რაღაც ძალიან არ მოგწონთ, ეს უნდა განიხილოთ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოთ. შეცვლის მცდელობა კი უბრალოდ დროის კარგვაა.