LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 წლის დიანა კრიუგერი შიშველ ფოტოებს აქვეყნებს

313

პიკანტური და ნახევრად შიშველი ფოტოები სოციალურ ქსელში – ეს თანამედროვე ვარსკვლავების პოპულარობისა და ინტერესის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. გამონაკლისი არც დიანა კრიუგერი აღმოჩნდა.

40 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ნახევრად შიშველი ფოტო გააზიარა, რომელიც რამდენიმე წუთში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მოიწონა.

მიუხედავად იმისა, რომ დიანას სამოდელო კარიერისთვის უკვე გვიანია, კამერას ის კვლავ უყვარს – მსახიობის თამამი ფოტოები თაყვანისმცემლებს ძალიან მოსწონთ, რადგან ვარსკვლავი არაჩვეულებრივ ფორმაშია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, დიანა თავის მეუღლეს, ჯოშუა ჯექსონს 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, თუმცა ისინი მალევე შერიგდნენ და დღეს წყვილი საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები