44 წლის ჰაიდი კლუმი იდეალურ ფორმაშია. მოდელის გარეგნობის ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს შეშურდება. საკმაოდ მოწყობილი აქვს მას პირადი ცხოვრებაც – კლუმი 16 წლით უცროს მუსიკოსს ხვდება. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ლამაზმანი მამაკაცების ჟურნალ Maxim-სთვის გაშიშვლდა.
ფოტო მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააზიარა და მას მთელი რიგი კომენტარები მოჰყვა, თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც კლუმს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. თავად მოდელი მათ არ ეპასუხება და აცხადებს, რომ პოზიორობა მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს.