აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში მეთევზემ ტბის ფსკერზე ავტომობილი აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, ეს იყო Volkswagen Rabbit, რომელიც დაახლოებით 44 წლის წინ მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა The Drive წერს.
მეთევზემ უცნაური ობიექტი შენიშნა, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინა. მანქანის ამოსაღებად პროცესში მყვინთავები და სპეციალური ტექნიკა ჩაერთო.
ავტომობილის იდენტიფიცირება მოხერხდა და მისი ისტორიაც გაირკვა – პიკაპი თითქმის ახალი მდგომარეობაში მოიპარეს. რა იყო დამნაშავეების მოტივი, უკვე ვერ დგინდება, თუმცა ფაქტია, რომ მანქანა წყალში ჩაძირეს.

საინტერესოა, რომ მრავალი წლის განმავლობაში წყალქვეშ ყოფნის მიუხედავად, ავტომობილის კორპუსი და ინტერიერი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია შენახული.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც დაფიქსირდა: ვისკონსინის შტატში, გაყინული ტბის ფსკერიდან ამოიღეს ძველი Ford, რომელიც 1980 წელს უცნაური ფსონის შედეგად ჩაძირულა.