LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მთავარი მიზეზი, რომლის გამოც შესაძლოა ფრენაზე არ დაგიშვან

56
Capture

ბევრ ავიაკომპანიას აქვს უფლება, რომ მგზავრს ფრენის წინ ბორტზე ასვლის უფლება არ მისცეს. ეს იმ შემთხვევაში თუკი მგზავრი გადამზიდის ამა თუ იმ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

ცუდი სუნი

ბევრ ავიაგადამზიდს აქვს მკაცრი წესი, რომლის მიხედვითაც მგზავრს ფრენის მომსახურებაზე შესაძლოა უარი ეთქვას თუკი ცუდი სუნი აქვს. პრაქტიკაში ეს წესი მაშინ მოქმედებს ხოლმე, თუკი სხვა მგზავრები ჩივიან.
მაგალითად 2010 წელს კანადის ავიახაზების ლაინერიდან მამაკაცი სწორედ ამ მიზეზით მოხსნეს. 2019 წელს კი ამერიკის ავიახაზებმა ფრენაზე მთელი ოჯახი არ დაუშვა, რადგან თანამგზავრები უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.

ზედმეტი წონა

უსაფრთხოების დაცვის მიზეზით ავიაგადამზიდს შეუძლია რომ ფრენის წინ მგზავრი აწონოს.
ბევრ ავიაკომპანიას პირდაპირ უწერია, რომ მგზავრი სავარძელში თავისუფლად უნდა ეტეოდეს და სხვა მგზავრებს დისკომფორტს არ უქმნიდეს. ასევე, ღვედის შეკვრაც უპრობლემოდ უნდა შეეძლოს.

ფეხშიშველი ყოფნა

ბევრი ავიაკომპანია არ დაუშვებს მგზავრს, რომელსაც ფეხსაცმელი არ აცვია. ამ შეზღუდვას ორი ახსნა აქვს.
პირველი – ავარიული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში ფეხსაცმელი ბორტის უსაფრთხოდ დატოვებისთვისაა საჭირო.
მეორე – ეს წესი სუნის წესთან ძალიან ახლოსაა, რამეთუ ფეხი შესაძლოა უსიამოვნო სუნის მიზეზი გახდეს.

ზედმეტად თამამი ჩაცმულობა

მართალია ავიაკომპანიებს არ აქვთ მკაცრი წესი იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს მგზავრის დრეს-კოდი, თუმცა წარსულში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა როცა მგზავრი ზედმეტად თამამი ჩაცმულობის გამო ფრენიდან მოხსნეს.

აგრესიული მგზავრი

ეკიპაჟის წევრებს შეუძლიათ უარი უთხრან მგზავრს, რომელიც ზედმეტად აგრესიულია. მისი ქცევა იწვევს კონფლიქტურ სიტუაციას ან უბრალოდ სხვა მგზავრებს აღიზიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები