LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ავტომობილში

170
sub-buzz-923-1588704300-23

ავტომობილით გადაადგილების დროს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი, ამიტომ სასურველია ყოველთვის თან გქონდეთ რამდენიმე აუცილებელი საჭიროების ნივთი.

  1. ცეცხლმაქრი
    ავტომობილში აუცილებლად უნდა გქონდეთ ცეცხლმაქრი, რათა თავიდან აიცილოთ ავტომობილის აალება. ცეცხლმაქრი არამარტო თქვენ, არამედ შესაძლოა სხვასაც ძალიან გამოადგეს. ავტომოყვარულებში განსაკუთრებული პოპულარობით ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი სარგებლობს, რომელიც შედარებით მსუბუქია და მაღალი ეფექტურობითაც გამოირჩევა.
  2. სამედიცინო ყუთი
    სამედიცინო ყუთში განთავსებული იქნება პირველადი დახმარების ნივთები, რომელიც ავტო საგზაო შემთხვევისას ან მგზავრობისას სხვა მიზეზით ცუდად გახდომის შემთხვევაში ძალიან გამოგადგებათ. აუცილებელი ნაკრები მოიცავს სადეზინფექციო ხელსახოცებს, სახვევებს, ტკივილგამაყუჩებელს თუ პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელ სხვა ნივთებს.
  3. საბუქსირე ღვედი
    მიუხედავად იმისა თუ რამდენად დარწმუნებულიც არ უნდა იყოთ თქვენს ავტომობილში, ცუდი არ იქნება თან იქონიოთ საბუქსირე ღვედს. შესაძლოა კრიტიკულ შემთხვევაში ტერიტორიის დატოვება გჭირდებოდეთ, გაიჭედოთ ტალახში ან უბრალოდ ძრავა გაგეთიშოთ და საბუქსირე ღვედის გამოყენებით სხვა მძღოლები ადვილად დაგეხმარებიან.
  4. ხელსაწყოების ნაკრები
    ავტომობილში აუცილებლად უნდა გქონდეთ ხელსაწყოების ნაკრები, რაც მინიმუმ ყველაზე ელემენტარულ საშუალებებს – ხრახნს, ქანჩებს და ბრტყელტუჩას მოიცავს. შესაძლოა მოულოდნელად საბურავის გამოცვლაც დაგჭირდეთ, ამიტომ ე.წ. დანგრატი და სათადარიგო საბურავიც უნდა გეგდოთ საბარგულში.
  5. საკვები და წყალი
    ნებისმიერი მძღოლი შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში როცა მანქანა უფუჭდება, მაშველი კი მოსვლას აგვიანებს. სწორედ ამიტომ, ავტომობილში ყოველთვის უნდა იქონიოთ წყალი და მშრალი საკვები ისეთი როგორიცაა ხემსი – ორცხობილა, თხილეული, შოკოლადი. ეს მარაგი ნებისმიერი რთული სიტუაციის მარტივად გადატანაში დაგეხმარებათ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები