LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 Porsche ყველაზე შთამბეჭდავი ჟღერადობით

21

Porsche-ს მარკის წარმომადგენლებმა არასტანდარტული რეიტინგი შეადგინეს და ის ხუთი ავტომობილი ჩამოთვალეს, რომლებსაც გამონაბოლქვის ყველაზე შთამბეჭდავი ხმოვანება აქვს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ყოველთვის ამაყობს თავისი მოდელებს ჟღერადობით.

პირველი ადგილი ლეგენდარულმა Porsche 911 Carrera RS 2.7-ს დაიკავა, რომელიც 1973 წელს ლიმიტირებული ტირაჟით გამოვიდა.

მეორე პოზიცია სარბოლო 550 Spyder-ს ერგო, რომლის კაპოტ ქვეშაც 110 ცხენის ძალიანი ძრავია. თავის დროზე ეს ავტომობილი მთელი რიგი შეჯიბრებების გამარჯვებული გახდა, რომლებიც ლე მანსა და ნიურბურგრინგზე გაიმართა.

სამეულს ახალი 911 GT3 RS-ის ჟღერადობა ასრულებს. მოდელი მოძრაობაში 4.0 ლიტრის მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავით მოდის, რომელსაც 500 ცხენის ძალის გენერირება შეუძლია.

ჰიპერქარი Porsche 918 Spyder, რომელსაც 4,6 ლიტრის მოცულობის V8 აგრეგატი ორ ელექტროძრავთან ერთად აქვს, მეოთხე პოზიციას იკავებს.

და ბოლოს, მეხუთე ადგილი Carrera GT-ს ერგო, რომელიც 5,7 ლიტრის მოცულობის ძრავითა და ათი ცილინდრით არის აღჭურვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები