დილიდანვე თქვენს თავში პრობლემების მოგვარების გზები ტრიალებს, რაც განაპირობებს ორგანიზმში კორტიზოლისა და სტრესის ჰორმონების მომატებას. ასეთი ნერვიულობით დაწყებული დღე, საღამომდე გაგყვებათ. შესაბამისად კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ გაღვიძების პირველ წუთებს იმისთვის, რომ საკუთარი თავი პოზიტიურობისკენ მიმართოთ, რაც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. სანახევროდ ამაში ჩვენც დაგეხმარებით:
დაიწყეთ მცირედით
თუ აშშ-ს ნაციონალური ფონდის კვლევებს დავუჯერებთ, ყოველი მესამე ადამიანი ადგომის შემდეგ საწოლს არ ასწორებს. ნუ იქნებით მათი მსგავსი, როგორ მარტივადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საწოლის ალაგება წარმატებული დღის პირველი თავსატეხია. ”საწოლის გასწორების შემდეგ მიხვდებით, რომ პირველ ამოცანას მშვენივრად გაართვით თავი, ეს კი იმის დასტურია, რომ სხვა დავალებებსაც წარმატრებით შეასრულებთ,“ – ამბობს ლუის ჰაუსი, რომელიც ავტორია წიგნისა The School of Greatness.
დილის არომათერაპია
დილით წყლის გადავლება გამოღვიძებაში გვეხმარება. ”არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩვენს ხასიათზე ძალიან მოქმედებს დუშგელის სურნელი” – ამტკიცებს წიგნის Smart Change-ს ავტორი არტ მარკმანი. გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე ამბობენ, რომ ლავანდა ადამიანებს ადუნებს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხოლი ციტრუსის სურნელის მქონე მოვლის საშუალებები ხსნის სტრესს.
თქვი მადლობა
პოზიტივის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი (დიახ, ასეთიც არსებობს) მიშელ გილანი გვირჩევს, რომ მოვუხადოთ მადლობა ვინმეს მანამ, სანამ საწოლიდან ავდგებით. მოუხადე მადლობა მეგობარს სოც-ქსელში კარგი რჩევისთვის, ან აკოცეთ მეუღლეს გემრიელი ვახშმისთვის. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ასეთი მარტივი ქცევა თქვენ ძალიან ბედნიერს გაგხდით. ”ეს ტვინს ახსენებს, რომ თქვენს გარშემო ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ტრიალებს” – ამბობს გილანი.
მხიარული განწყობა
”შენ შეგიძლია აიმაღლო ხასიათი მუსიკის დახმარებით” – ამბობენ მისურის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები. მაგალითად: მეტალის ჟანრის მუსიკა ნევროზის დაძლევაში დაგეხმარებათ – ნათქვამია გამოკვლევაში, რომელიც ჟურნალ Frontiers in Human Neuroscience-ში იქნა გამოქვეყნებული. უბრალო და პოზიტიური მუსიკა ჩქარ რიტმში თქვენს ტვინს აიძულებს სწრაფად იმოქმედოს, შესაბამისად თქვენი განწყობაც უფრო პოზიტიური ხდება.
მხოლოდ კარგი ამბები
გამოკვლევების მიხედვით დადგინდა, რომ როდესაც 3 წუთის განმავლობაში ცუდ ამბებს უყურებ, 6-8 საათით იკლებს იმის შანსი, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ. ხოლო პირიქით შემთხვევაში საქმე სულ სხვანაირად შეიძლება შემობრუნდეს. ”თუ დილას მოგვარებულ პრობლემებზე ფიქრით დაიწყებთ, ეს ტვინს ეტყვის იმას, რომ დროა იმუშაოს. ეს კი პოზიტიურად განგაწყობთ.” – ამბობენ მეცნიერები. ამიტომ, ეცადეთ დაიწყოთ დღე პოზიტიური ინფორმაციების გაცნობით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.