LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 Cent ნიუ-იორკის ქუჩებში 588 ათას დოლარიანი Rolls-Royce-ით გამოჩნდა

30

50 Cent ნიუ-იორკის ქუჩებში ექსტრავაგანტული 588 ათას დოლარიანი Rolls-Royce-ით გამოჩნდა, რამდენიმე თვის წინ კი მან ბანკს უზარმაზარი ვალი – 22 მილიონი დოლარი გადაუხადა.  როგორც ჩანს, 41 წლის რეპერს მძიმე პერიოდი დაუდგა, თუმცა ფუფუნებას შეჩვეულს მდიდრულ სათამაშოებზე უარის თქმა ძალიან უჭირს.

გამოცემა „Guide Auto Web”-ის ინფორმაციით, ავტომობილის საწყისი ფასი 460 ათასი დოლარი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც 50 cent-მა მის დიზაინში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, ფასი 588 ათას დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება კერტი ჯეიმზ ჯექსონის ვალებს, მას მოსამართლემ 36 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, მაგრამ იმის გამო რომ რეპერს ამხელა ფინანსები არ გააჩნდა საბოლოო თანხა 22 მილიონამდე შემცირდა. თუმცა, როგორც ჩანს, კერტისი არც თუ ისე ღარიბია და მდიდრული ავტომობილებისთვის ფული მაინც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები