პირველი ქალი ბოსტონის მარათონის ისტორიაში 50 წლის შემდეგ სტარტზე ისევ გამოჩნდა. ლეგენდარულმა კატრინ შვიტცერმა მარათონულ რბენაში მონაწილეობა პირველად 1963 წლის 19 აპრილს მიიღო, როდესაც იგი 20 წლის იყო. მაშინ მიაჩნდათ, რომ მარათონში მონაწილეობის უფლება მხოლოდ კაცებს უნდა ჰქონოდათ, თუმცა კატრინმა მონაწილეობა მაინც მიიღო და დისტანცია 4 საათსა და 20 წუთში დაფარა. ამის გამო მას დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და მოყვარულ ათლეტთა კლუბიდანაც გარიცხეს. მიუხედავად ამისა, შვიტცერი ისტორიაში შევიდა.
50 წლის შემდეგ კატრინმა კვლავ გაირბინა მარათონული დისტანცია. იგი 1963 წლის გარბენის მსგავსად ამჯერადაც 261 ნომრით ასპარეზობდა. 70 წლის მორბენალმა დისტანცია 4 საათსა და 44 წუთში გაირბინა.