სარა ჯესიკა პარკერის სხეულის ფორმებსა და სილამაზის ფორმულაზე მედია წლებია საუბრობს. ის დღემდე ჰოლივიდის ყველაზე გემოვნებიან, თანამოდროვე და სექსუალურ მსახიობად რჩება, რომელიც 50 წელს ზევითაც არ კარგავს მომხიბვლელობას. ამჯერად პაპარაცებმა კინოსა და სატელევიზიო სერიალების მეგავარსკვლავი ნიუ-იორკის პლაჟზე გადაიღეს, სადაც ის შავი ფერის საცურაო კოსტიუმში პოზირებს. მსახიობს არ ახლავს მეუღლე მეთიუ ბროდერიკი და სამი შვილი. როგოც ჩანს, დამღლელი სამუშაო გრაფიკის შემდეგ პარკერმა განმარტოვება ამჯობინა.
ფოტოებს მედიაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ 53 წლის ასაკში სარა ჯესიკა პარკერი ისევე გამოიყურება, როგორც 20 წლის წინ.