მექსიკური „დორადოსის“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ დაამტკიცა, რომ მას დღემდე უდიადესად მიიჩნევენ.
58 წლის კაცმა მოკლე გამორბენით კუთხურიდან ისე დაარტყა, რომე ბურთი აკურატულად შეგორდა კარის შორეულ კუთხეში. დიეგოს ისე არ გახარებია, როგორც ახალგაზრდობაში სჩვეოდა, მაგრამ კმაყოფილი აშკარად იყო. ფონად აპლოდისმენტები ისმის.
Y todo el pueblo cantó:
"Maradó, Maradó",
nació la mano de Dios,
"Maradó, Maradó" 1️⃣0️⃣ ?? pic.twitter.com/vkK91Dcstg— Fernando Beltrán (@FerBeltranFut) April 17, 2019
მარადონა „დორადოსში“ 2018 წელს მიიწვიეს.
სეზონის ბოლოს ის დატოვებს მექსიკურ კლუბს.