LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ხერხი, როგორ გავაკვრევინოთ ჯიბეზე ხელი მამაკაცს

74

არსებობს ქალების კატეგორია, რომელთათვისაც მამაკაცები არაფერს იშურებენ, თუმცა მეორე, უფრო დიდი კატეგორიაა, ვისაც ბევრი ხვეწნა-მუდარა სჭირდება სასურველი ნივთის მისაღებად. როგორ დავახარჯინოთ მამაკაცს ფული ისე, რომ თავად ეგონოს, რომ ეს მისი ბრწყინვალე იდეა იყო. 6 რჩევა მოხერხებული ქალბატონებისთვის.

გაგიხარდეთ საჩუქრები

რატომ გვიყვარს ბავშვებისთვის საჩუქრები ჩუქება? პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ მათ გულწრფელად უხარიათ. სწორედ ეს უნდა ისწავლოთ, პირველ რიგში, პატარებისგან. მათ ხომ 25-ე, თუნდაც უსარგებლო სათამაშოს დაუფიქრებლად ვუყიდით სწორედ ამ თვისების გამო, რადგან სიხარულს დაუნანებლად გამოხატავს. რაც უფრო გახარებულ სახეს მიიღებთ საჩუქრის მიღებისას, მით მეტად მოუნდება მეორე ნახევარს თქვენთვის რაიმეს ჩუქება.

სთხოვეთ დახმარება

თუკი თქვენი მეორე ნახევარი რაინდისა და დამცველის ამპლუას ვერ ირგებს, დაფიქრდით, თქვენ ხომ არ უშლით ამაში ხელს? დამოუკიდებელი „რკინის ლედის“ როლში ძალიანაც ნუ შეიჭრებით, რადგან ამით თქვენს მეორე ნახევარს აღარ ექნება თქვენი დაცვის შესაძლებლობა. მამაკაცის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა, რომ თავი კაცად იგრძნოს, თუკი ამ შეგრძნებას მიანიჭებთ და უფრო ხშირად სთხოვთ დახმარებას, ის თქვენდამი მეტ ყურადღებას გამოიჩენს.

მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ

თუკი ქალს შეუძლია, განუწყვეტლივ მიანიშნოს მამაკაცს სიძუნწეზე და არასდროს აღნიშნავს მის ხელგაშლილობას, მამაკაცსაც შეუძლია, ამას კიდევ უფრო მეტი სიძუნწითა და ხელმომჭირნეობით უპასუხოს. საყვარელ მამაკაცს თქვენთვის ფულის ხარჯვა რომ მოანდომოთ, შეაქეთ ხელგაშლილობისთვის,  მოუყევით, როგორი მნიშვნელოვანია თქვენთვის მამაკაცის ეს თვისება და როგორ მოგწონთ მისი ყურადღება თქვენდამი. გულწრფელ მადლობას მართლაც საოცრებების მოხდენა შეუძლია და ამაში თავად დარწმუნდებით.

ილაპარაკეთ საკუთარი სურვილების შესახებ

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გადაკრულ ნათქვამს მამაკაცები ძალიან რთულად იგებენ. ამიტომაც თუ თქვენი მამაკაცი საკმარისად ხელგაშლილი არ არის და თქვენ კი ელოდებით, ამას თავად როდის გამოასწორებს, საათის ყურებას შეეშვით და მოქმედებაზე გადადით. მოუყევით მას თქვენი სურვილების შესახებ.

იოცნებეთ თამამად

ზოგჯერ საყვარელ ადამიანში თავად ვკლავთ ხელგაშლილობას ისე, რომ ვერ ვაცნობიერებთ. შესაძლოა, როცა ძვირად ღირებული საჩუქარი მოგიძღვნათ, უსაყვედურეთ ან როცა გკითხათ, რა გაგიხარდებაო, თქვენ უპასუხეთ, „ყველაფერი მაქვს, ძვირფასო“. ამიერიდან იცოდეთ, რომ ამგვარი რეაქცია მამაკაცის სურვილს, კიდევ გაჩუქოთ რაიმე, მომენტალურად ახშობს. ასე რომ იოცნებეთ თამამად ძვირფას საჩუქრებზე და მათ ერთ დღეს აუცილებლად მიიღებთ.

გამოიჩინეთ ხელგაშლილობა თავად

თუკი მისგან ელოდებით ხელგაშლილობას, ჯერ თავად შეიძინეთ ეს თვისება, რასკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ. არ დაიშუროთ სასიამოვნო სიტყვები და ქება მის მიმართ, გაუკეთეთ სიურპრიზები, მიუძღვენით საჩუქრები. ასეთ გარემოში მამაკაცი თავადაც ხელგაშლილი გახდება და სიურპრიზების მოწყობასაც დაიწყებს თქვენთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები