LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 მილიონ რუბლად შეფასებული „ნივის“ ფასი აუქციონზე 16-ჯერ დაეცა

318

სარბოლო „ნივას“ 6 მილიონ რუბლად ყიდიდნენ და საბოლოოდ ფასი 16-ჯერ დაეცა. ყველგანმავალი Lada Niva, რომელიც 1970-იან წლებში „პარიზი-დეკარის“ რალზე გამოდიოდა, გასაყიდად Sotheby’s აუცქიონის სახლმა გამოიტანა. ორგანიზატორებს იმედი ქონდათ, რომ ლოტი მათ 50-75 ათას ფუნტ სტერლინგს მაინც მოუტანდა, თუმცა საბოლოოდ ის მხოლოდ 4,6 ათას ფუნტად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ რბოლისთვის „ნივა“ შეამსუბუქეს, უსაფრთხოების სისტემები დაუმონტაჟეს, კარებები პლასტმასისგან დაუმზადეს, ბენზისი ავზის მოცულობა კი გაზარდეს. სუპერ-ლადას საჭესთან ბრიტანელი ფრანსუა ჯინსონი მოთავსდა, თუმცა ფინიშამდე მიღწევა მან ვერ შეძლო. ამასთან აღსანიშნავია, რომ 1979 წელს „დეკარზე“ რამდენიმე ნივა გამოდიოდა და ერთ-ერთმა მათგანმა ფინალისტთა სიაში მოხვედრაც კი შეძლო. რაც შეეხება Sotheby’s ლოტს, ის ჯინსონის ოჯახში 2009 წლამდე ინახებოდა, შემდეგ კი ერთ-ერთმა კოლექციონერმა შეიძინა და მისი ორიგინალური მდგომარეობაც დაარღვია. ამჟამად ავტომობილი არც თუ ისე კარგად გამოიყურება და მის ფასზე სწორედ ამ ფაქტმა იმოქმედა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები