ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
ეს არის საქართველოს შესახებ ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში, რითაც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.
სოციალურ ქსელში ამ სიახლეს ეხმაურებიან. ზუსტად რამდენიმე თვეში საქართველოს პირველი მოქალაქე ევროპის საზღვარს უვიზოდ გადაკვეთს.
გიგა მაქარაშვილი:
„ჯერ ჯოხს გამოგვართმევენ და რბილ, კარგმანევრიან სავარძელში ჩაგვსვამენ, შემდეგ ოპერაციას გაგვიკეთებენ, ცოტა ხანი რეაბილიტაციიას გაგვატარებენ და მერე გავსწორდებით. მაგრამ მანამდე:
- არ უნდა დავყაროთ ნაგავი: ა. ქუჩაში ბ. სამსახურში გ. ტრანსპორტში დ. არსად
- არ უნდა გავიაროთ წითელზე
- არ უნდა დავჩაგროთ: ა. სხვა ერის შვილი ბ. სხვა რელიგიის შვილი გ. სხვა ორიენტაციის შვილი დ. სხვა კორკოტაშვილი ან ვასაძე ე. არავინ…
- არ უნდა დავიკიდოთ: ა. უსამართლობა ბ. კრიმინალი გ. ოკუპაცია დ. ტერორიზმი
- არ უნდა დაგვეზაროს: ა. კითხვა ბ. მუშაობა გ. ვარჯიში დ.ღიმილი ე.სიკეთეები
- არ უნდა დავემონოთ: ა. პუტინს ბ. პოლიტიკოსებს გ. სასულიერო ტიპებს დ. არავის
- უნდა გამოვსწორდეთ!!!
ღირდა კი ამდენ შეზღუდვად?
როგორ არ ღირდა, ღირდა!!!“
ქეთი ქარდავა: „ასე ერთად ვიზეიმებთ უვიზოს ამოქმედებასაც. დღეს კივილით ავიკელით ევროკავშირი. ქართველი, უკრაინელი ჟურნალისტები. და ჩვენი მეგობარი – გულშემატკივარი რიკარდო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიერე ავიღებთ აქაურობას…“
ნოე სულაბერიძე: „აუ, აწი რა დაე…რა ევროპას!“
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ევროპამ კიო. კარებს გიღებთო, მაგრამ მანამდე გაკვირდებით როგორ ჩაატარებთ არჩევნებს და როგორ მოიქცევითო:) ზუსტ თარიღსაც მერე ვიტყვით როდიდან ივლით უვიზოდო:) სწორად გავიგე?“
მალხაზ ჭკადუა: „პასუხი ლამის რიტორიკულ კითხვაზე – გვეშველება, ნამდვილად გვეშველება…“