LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის ლარისა დოლინა უეცრად გაახალგაზრდავდა

64

პოპულარული მომღერალი ლარისა დოლინა, რომელმაც სულ ახლახანს აღნიშნა 60 წლის იუბილე, სოც-ქსელის მიმდევრებს განსხვავებული იმიჯით მოევლინა.

ფოტო, რომელიც მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა მუსიკალური კლიპის გადაღების პროცესს ასახავს. ფაქტია, რომ მომღერალს გულშემატკივრებისთვის კარგი სიურპრიზი გამოუვიდა და როგორც ისინი ამბობენ, ახალი იმიჯით მომღერალმა ერთდროულად ათი წელი მოიკლო.

ახალი იმიჯი მომღერალს სტილისტებმა, სპეციალურად ამ კლიპისთვის მოუფიქრეს.  კლიპის გადაღება იულია ნაჩალოვას ახალ სიმღერაზე მიმდინარეობს, რომელშიც ”ახალგაზრდა” ლარისა დოლინაც მონაწილეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები