პორტუგალიური გამოცემა VIP იუწყება, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 65 მილიონი დოლარი დახარჯა ახალ თვითმფრინავზე.
კრიშტიანოს უკვე ჰყავდა Gulfstream G200, რომელიც მხოლოდ 8 მგზავრს იტევდა.
ახალი, 65-მილიონიანი თვითმფრინავი 18 ადამიანს იტევს, აღჭურვილია გარდერობით, საწოლებითა და გასართობი სისტემით.
რონალდო ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზაურებადი ფეხბურთელია.
მან 2023 წელს ისტორიაში ყგელაზე დიდი ხელფასი მიიღო – 200 მილიონი წელიწადში.