LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ახალი მამაკაცური ბრენდი, რომელსაც კრიტიკოსები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ

37

ხარისხიანი მასალის გამოყენების გამო, დამწყები ბრენდები მუდმივად ყურადღების ქვეშ ექცევიან, თუმცა, მხოლოდ ხარისხი წარმატების გარანტი ვერ გახდება. თუ მოდის კრიტიკოსებს დავუჯერებთ, მთავარი მომხმარებელზე სწორად მორგებული სამოსი და ბრენდის იდეოლოგიაა. სწორედ ამ უკანასკნელი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია პოპულარულმა ინტერნეტჟურნალმა Trendymen.ru-მ 7 ახალი ბრენდი, რომელსაც წარმატების მისაღწევად ყველა წინაპირობა აქვს.

 

 

Lease On Life Society

ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერი ივ ბრავადა 2015 წლის ზამთარს საკმაოდ ძლიერი ხაზით შეხვდა. ვარდისფერი ხავერდის ქურთუკები და გეომეტრიული ფიგურებით მორთული შარვლები ამ სეზონზე საუკეთესო აღმოჩნდა.

 

 

Arcane London

ტანისამოსი ნახვრეტებით, მოხეული ნაწილებით – ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამით ისარგებლა ლონდონურმა ბრენდმა Arcane London, რომელმაც სამოსი სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნა.

 

 

TOKA TOKA

ფრანგული ახალბედა ბრენდმა TOKA TOKA წელს მხოლოდ საშემოდგომო კოლექცია წარმოადგინა, თუმცა, სამხედრო შეფერილობის ქურთუკებმა და შარვლებმა საფრანგეთში უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

Ader Error

კორეული ბრენდის კოლექციები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შეახამო ერთმანეთთან თანამედროვე ტექნოლოგიები და ყოველდღიური სამოსი.

 

 

NASASEASONS

პარიზელი მოზარდების მიერ წარმოდგენილი კეპები, მუდმივად ექცევა ყურადღების ცენტრში. ამოუცნობი იეროგლიფები მათი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა.

 

 

Ode

ჩრდილოეთ ამერიკული ჰიპ-ჰოპის კულტურა მოდიდან არასდროს გადადის, სოწრედ ამით ისარგებლა ახლადშექმნილმა ბრენდმა Ode და გახდა იმის ნათელი მაგალითიც, რომ ხარისხთან იდეალურად შედის ანსამბლში კლასიკური იდეოლოგიაც.

 

 

Teddyfish

ფრანგული ბრენდი Teddyfish მამაკაცის ჩანთების მიმართ ორიგინალური მიდგომით გამოირჩევა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები