LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 აპრილს რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება – ცნობილ ჰიტებს ქართველი მომღერლები შეასრულებენ

194
რუსა-მორჩილაძე

7 აპრილს, კლუბში „MONO HALL“ უამრავი ჰიტის ავტორის, კომპოზიტორის და შემსრულებლის, რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

საღამოზე რუსას ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ: ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, სოფო ნიჟარაძე, ღამის შოუს ბენდი, დათო ფორჩხიძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, დუეტი ჯორჯია, ნინი ქარსელაძე, დათუნა მგელაძე, ეკა კახიანი, ეკა დოლიძე, თამთა ჭელიძე.

ივენთს 22:00 საათზე დაიწყებს DJ ZUKAY, კონცერტის დასაწყისი კი 01:00 საათი გახლავთ.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 30, 40, 50, 60 ლარია და მათი შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge.

„7 აპრილს „მონო ჰოლში“ მე და ჩემი უამრავი მეგობარი გელით. იქნება ჰიტები, სიცილი და დროსტარება“ – აღნიშნა რუსა მორჩილაძემ „არ დაიდარდოს“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები