ზამთრის დადგომასთან ერთად ავტომობილებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა უფრო იმატა. ძლიერი ყინვის პირობებში გვიჭირს მათი დაქოქვა, მართვა და ხშირად ზამთარი ავტომობილებისთვის სავალალო შედეგითაც მთავრდება, როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი პრობლემები? მაშ ასე:
მომზადება – ყველაზე მნიშვნელოვანია
პირველ რიგში სწორად გათვალეთ დრო და ზამთრის მოახლოებასთან ერთად დაიწყეთ ავტომობილზე ზუნვა. შეცვალეთ საბურავები, ზეთი და მუდამ გქონდეთ ანტიფრიზი. გარდა ამისა, აუცილებლად შეამოწმეთ აკუმულიატორიც, რომელსაც ყინვის პირობებში ”ღალატი” სჩვევია.
მოერიდეთ ყინვის დროს ავტომობილის გარეცხვას
არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ ავტომობილი ძლიერი ყინვის პირობებში. აუცილებლად აკონტროლეთ ტემპერატურის ცვლილება, თორემ, სრულიად შესაძლებელია, რომ დილით კარიც კი ვერ გააღოთ.
არ იხმაროთ ხელის მუხრუჭი
მაქსიმალურად ეცადეთ ხელის მუხრუჭის ხმარება შეამციროთ. განსაკუთრებით საყურადღებოა ავტომობილის ხელის მუხრუჭზე დატოვება ღამის განმავლობაში. დილით ის აუცილებლად გაყინული დაგხვდებათ და ავტომობილის დაძვრა ძალიან გაგიჭირდებათ, დაძვრის შემდეგ კი ავტომობილი აუცილებლად დამუხრუჭებულ მდგომარეობაში ივლის, რამაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
ეცადეთ ხშირად დაამატოთ საწვავი
სიცივის მატებასთან ერთად, მეტი სიმხურვალისთვის საწვავი დიდი დოზით მიედინება ძრავში, ხოლო სათავსოში გადასროლილი გამოუყენებელი საწვავი, მოხმარებისთვის გამოუსადეგარია. შესაბამისად კარგი იქნება, თუ ხშირ-ხშირად ესტუმრებით ბენზინგასამართ სადგურს და დარჩენილი საწვავის მარაგს განახლების საშუალებას მისცემთ.
მუდამ თან იქონიეთ ავტომობილის მოვლის საშუალებები
კარი არ იღება? და არ იცით როგორ მოიქცეთ? სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ავტომობილის მოვლის დამატებითი საშუალებები, ისეთი, როგორიცაა WD-40. მოყინულ კარის სახელურებს ის ადვილად მოერევა და თქვენც მშვიდად შეძლებთ გადაადგილებას. ასეთი საშუალებები არა მარტო ზამთრის, არამედ ზამთრის პირობებშიც ძალიან გამოგადგებათ.
შეამოწმეთ საბურავები
ზამთრის დადგომასთან ერთად აუცილებლად შეამოწმეთ საბურავებში ჰაერის დონე. გაითვალისწინეთ, რომ სიცივის პირობებში საბურავები უფრო მეტად უხეშდება, შესაბამისად ჰაერის დონე შეამცირეთ 2 ან 1 ნიშნულით. მაგალითისთვის, თუ ჩვეულებრივ პირობებში საბურავში ჰაერის დონე 2,0 ბარს შეადგენს, შეამცირეთ 1,9-მდე.
აუცილებლად შეიძინეთ ანტიფრიზი საქარე მინის წყლისთვის
ავტომობილი გახურდა, მაგრამ საქარე მინას წყალს ვერ ასხავთ? ეს იმის ნიშანია, რომ წყალი გაყინულია. ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად შეიძინეთ სპეციალური სითხე, რომელიც საქარე მინის წყალს გაყინვის საშუალებას არ მისცემს. ამასთანავე ნუ დაგავიწყდებათ ანტიფრიზის შეძენა, რაც ავტომობილის წყლის სისტემას გაყინვისაგან დაიცავს. მისი ხმარება რეკომენდებულია წელიწადის ნებისმიერ დროს.