LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მთავარი ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ ურთიერთობა ჯანსაღია

267
Capture

ყველა ურთიერთობაში განსხვავებულად იქცევით, მშობლები, მეგობრები თუ საყვარელი ადამიანი თქვენგან ერთნაირ ყურადღებას და დამოკიდებულებას არ იღებენ. თუმცა, ჯანსაღი ურთიერთობა რამდენიმე მთავარ პრინციპზეა დამყარებული და აი მათი სია:

1. ნდობა
ჯანსაღ ურთიერთობაში ადამიანები ერთმანეთს ენდობიან. თქვენ ზუსტად იცით რომ მეორე ადამიანის მხარდაჭერის და გულწრფელობის იმედი უნდა გქონდეთ. თუმცა, ეს ნდობა ადვილი მოსაპოვებელი არ არის და დიდი სამუშაოს გაწევაა საჭირო.
ორმხრივი ნდობა მხოლოდ წლებთან ერთად მოდის.

2. ორმხრივი მხარდაჭერა
თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანმა ერთმანეთს მუდმივად მხარი უნდა დაუჭიროთ, ერთად იზეიმოთ ტრიუმფები, წაახალისოთ ერთმანეთი მეტი წარმატების მისაღწევად. როდესაც თქვენთვის ძვირფას ადამიანს რთული დრო უდგას, საკუთარი ინტერესები მეორე პლანზე უნდა გადაწიოთ და საპირისპირო სიტუაციაში ანალოგიური მოპყრობა უნდა მიიღოთ თქვენც.

3. ზრდასრული, ჯანსაღი კომუნიკაცია
ცუდ კომუნიკაციას ურთიერთობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. კომუნიკაციის სწორი უნარი მოიცავს იმედგაცრუების გამოხატვას, კონფლიქტის მოგვარებას და მოსმენის უნარს.

4. პატივისცემა
ურთიერთობაში პატივისცემა ნიშნავს სხვა ადამიანის საზღვრების შესწავლას და მათი მოთხოვნების გათვალისწინებას.
პატივისცემის არ ქონა კი იმის რწმენაა, რომ მეორე ადამიანი თქვენზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, ნაკლებად ჭკვიანი ან ნაკლებად ღირსეულია.

5. ბალანსი
დაბალანსებულ ურთიერთობაში ორივე მხარე ერთნაირად ცდილობს წარმატების მიღწევას. რომანტიკულ ურთიერთობაში ბალანსი როგორც წესი, ეს ემოციების თანაბარი დოზით ინვესტიციაა.

6. გულწრფელობა
გულწრფელობა ეს ნიშნავს გამოხატო ემოციები მკაფიოდ, ისე რომ სიმართლე სრული სიზუსტით იყოს გადმოცემული. თქვენმა საყვარელმა ადამიანმა უნდა იცოდეს თუ ვინ ხართ თქვენ და რა გსურთ სინამდვილეში.

7. პოზიტიური ემოციები

მეორე ადამიანმა თავი კარგად უნდა გაგრძნობინოთ, უკეთესი უნდა გაგხადოთ. ამასთან, აუცილებელი არ არის კომუნიკაცია ფიზიკური იყოს. მაგალითად, სამსახურებრივ ურთიერთობებში მეილით თბილად მისალმება ან ღიმილიც საკმარისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები