როგორ უნდა მოიქცე მაშინ, როდესაც გინდა უახლესი მანქანა, მაგრამ მისი ვიზუალური მხარე მეტისმეტად ფუტურისტულია. ცნობილ იაპონელ მწერალს, ჰარუკი მურაკამის პერსონაჟი, წიგნიდან „კომენდატორის მკვლელობა“ ამბობს, რომ თანამედროვე ავტომობილები რატომღაც წააგვანან მტვერსასრუტებს.

შეიძლება იაპონურ ბრენდებს მართლაც აქვთ უცნაური და მათთვის დამახასიათებელი ფუტურისტული ვიზუალი, მაგრამ დღეს ვისაუბრებთ ჰენრი ფორდის კომპანიის უახლეს გეგმებზე.

ფორდმა წარადგინა ახალი ელექტრო პიკაპი, რომელიც ძველებური პიკაპების მოყვარულებისთვის ახდენილი ოცნებაა. ეს არის 1978 წლის სატვირთო ავტომობილზე დაფუძნებული მოდელი. ფორდ ილუმინატორი. მას აქვს 480 ცხენის ძალა და როგორც უკვე აღინიშნა, ელექტრომობილია.

საგულისხმოა, რომ ეს მოდელი მხოლოდ და მხოლოდ კონცეპტუალურია, თუმცა იმსახრუებს აღიარებას, როგორც ღირსეული წევრი ელექტრო პიკაპების მხედრულში. აქ ხომ მთავარი მისი ვიზუალური მხარეა და თან ის ეკოლოგიურად სუფთაა. ახლა ბუნებაში მოძრავი ყველგანმავალი, ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს მის პატრონს, ბუნებაზეც იზრუნებს და ცხადია მის მძღოლზეც.
