LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

700 ათასზე მეტ შვედს ახლო მეგობარი არ ჰყავს – სტატისტიკა

132
Screenshot 2024-05-09 111943

დაახლოებით 720 ათას შვედს, რომელთა ასაკიც 16 წელზე მეტია, ახლო მეგობარი არ ჰყავს (შვედეთში 10,6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს). ამის შესახებ ინფორმაცია ნაციონალური სტატისტიკის სამსახურმა გაავრცელა.

როგორც წესი, უფრო ხშირად ახლო მეგობრები მამაკაცებს უფრო არ ჰყავთ (9%), ვიდრე ქალებს (6%). თანაც ეს ტენდენცია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მართლდება. მაგალითად, 65 წელს გადაცილებულ შვედებს შორის: 9,9% 6,3%-ის წინააღმდეგ ფიქსირდება.

პანდემიის შემდეგ ევროპაში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი,ვინც თავს მარტოსულად გრძნობს. ევროკავშირმაც პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა აქტიურად დაიწყო. შვედეთში სხვადასხვა ინიციატივებს ახორციელებენ, რათა ხალხს ახალი ნაცნობების გაჩენისკენ უბიძგონ. მაგალითად, ქალაქ ლულეოს მერიამ ადგილობრივებს მოსთხოვა რომ ერთმანეთს უფრო ხშირად მიესალმონ. გეტებორგში კი დადგეს სკამი, რომელიც უცნობთან საუბრის დაწყებაში ეხმარებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები