LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

73 წლის ბრიტანელი Porsche 911-ით მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა

59

ბრიტანული კოლჩესტერის 73 წლის მაცხოვრებელი თავისი Porsche 911 Targa 4S-ით ჯერ კედელი გაანგრია, შემდეგ კი ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა. ინფორმაციას BBC პოლიციის სერჟანტის, კოლინ შედზე დაყრდნობით ავრცლებს.

ინციდენტის მიზეზი უცნობია. შესაძლოა, ასაკოვანმა მამაკაცმა სატერფულები აურია. ახლა მას Fitness to drive-ის ტესტების გავლა მოუწევს, რაც მძღოლის საიმედოობის შეფასებასა და ფსიქოლოგიურ ტესტირებას გულისხმობს.

Porsche 911 Targa 4S ბრიტანეთში 101 162 ფუნტი სტერლინგი ღირს, აღჭურვილია სამ ლიტრიანი ტვინ-ტურბო ოპოზიტური ძრავით, რომელიც 420 ცხენის ძალას ავითარებს. ას კილომეტრს 4,2 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 303 კმ/საათს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები