LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

77 000 ევროიანი ჯარიმა ქვეითის არ გატარებისთვის

64

ჰელსინკის სასამართლომ ფინელი მილიარდერი ანტი ილმარი აარნიო ვიხური 77 808 ევროთი იმის გამო დააჯარიმა, რომ მან ქვეითს გზა არ დაუთმო.

მილიარდერმა განაცხადა, რომ ამისთვის მას დრო არ ჰქონდა.

ფინელი ბიზნესმენი წარსულში აქტიურად მონაწილეობდა რბოლებში, მოგებული აქვს რამდენიმე ფინური შეჯიბრიც.

ინციდენტი 2016 წლის 5 მარტს მოხდა, ბიზნესმენმა, რომლის ფინანსური მდგომარეობაც 1,7 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, ქვეითი არ გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ყველა ავტომობილი გაჩერდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, მოგვიანებით დამრღვევმა როგორც აღვნიშნეთ განაცხადა, რომ დამუხრუჭებისთვის მას დრო არ ჰქონდა.

აარნიო-ვიხურის მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განცხადა, რომ ჯარიმა ძალიან მაღალია. თუმცა, სასამართლომ მას მაინც დაავალა 12 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდა. ასეთი დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმის თანხა რეკორდულია.

ფინეთში ჯარიმებს დამრღვევის შემოსავლის მიხედვით წერენ. სქემა მხოლოდ სერიოზული დარღვევების შემთხვევაში მოქმედებს და მაგალითად ცოტათი სიჩქარის გადაჭარბება ასეთად არ მიიჩნევა. პოლიციის საიტზე სპეციალური კალკულატორია, სადაც ფიქსირებული ფასების გამოთვლა ყოველთვიური სუფთა მოგების მიხედვით ხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები