LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყატარში მთვრალ ფანებს გამოაფხიზლებენ: ლგბტ ფანებს დროშის ფრიალის უფლება ექნებათ

68
1_fFFTGVAB6zl7Xgz-BnWg0w

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სპეციალურ გამოსაფხიზლებელ ადგილებს გააკეთებენ.

მუნდიალის გამო ქვეყანაში ალკოჰოლის გაყიდვის ბევრი წერტილი გახსნეს, მათ შორის სტადიონებსა და ფან-ზონებში. აქამდე ყატარში ალკოჰოლი მარტო სასტუმროების ბარებში იყიდებოდა.

„დავეხმარებით ადამიანებს, ვინც ზედმეტად ბევრს დალევს.
ეს იქნება ადგილები, სადაც ადამიანები დარწმუნებული იქნებიან, რომ უსაფრთხოდ არიან და სხვებს ზიანს არ მიაყენებენ“, – თქვა საორგანიზაციო კომიტეტის გენდირექტორმა ნასერ ალ-ჰატერმა.

მან ლგბტ-ფანებზეც გააკეთა კომენტარი.

„რასაც ჩვენ ვითხოვთ, ისაა, რომ ჩვენს კულტურას პატივისცემით მოექცნენ. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ყველას მოხარული ვართ, ვინც სხვა ადამიანებს ზიანს არ აყენებს, არ ანგრევს საზოგადო საკუთრებას, იქცევა ისე, რომ ზიანს არავის აყენებს. ასეთ ხალხს ნურაფრის ნუ შეეშინდებათ“.

ყატარმა დაუშვა, რომ ლგბტ-ფანებს ექნებათ უფლება ხელიხელჩაკიდებულებმა იარონ და ცისარტყელას ფერების დროშები აფრიალონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები